გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ რამდენიმე წევრი გამოცხადებას ვერ ახერხებდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა გადაიდო იმ მიზეზით, რომ სხდომაზე გამოცხადებას რამდენიმე მოსამართლე წევრი ვერ ახერხებდა.

მისი თქმით, მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, უახლოეს მოამავალში ჩაინიშნება, რაც საბჭოს წევრებთან შეთანხმდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართოლე წევრი, სხდომაზე გამოცხადებას დათქმულ დროს, ფიზიკურად ვერ ახერხებდა. შესაძლებელი იყო, რომ სხდომის მიმდინარეობისას დამდგარიყო გადადების საკითხი. ვიფიქრეთ, რომ რესურსის და დროის დაზოგვის მიზნით დაინტერესებული მხარეებისთვისაც და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, რომ წინასწარ გვეცნობებინა საბჭოს სხდომის გადადების თაობაზე. ამიტომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება დღევანდელი სხდომის გადადების შესახებ“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ანა დოლიძის, როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის ლეგიტიმაციის საკითხი, რაზეც საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა სოციალურ ქსლში განცხადება გააკეთა, გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

„ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს თავად შეუძლია ძალიან კარგად ახსნას, რაზე საუბრობდა და უმჯობესია მან ისაუბროს, ვიდრე მე ავხსნა მის სიტყვები. მეორეც, ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ განმწესებული წევრია საბჭოში და სავარაუდოდ, ალბათ უმჯობესია პრეზიდენტთანაც იკითხოთ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე ასეთი ინიციატივა ნადვილად არ ყოფილა, რომ დღის წესრიგში შევიტანოთ და მსჯელობა დავიწყოთ. არ ვიცი, თუ ბატონი დიმიტრი გადაწყვეტს, რომ ასეთი რამ გააკეთოს, ალბათ, გვეტყვის“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო