ირაკლი კობახიძე - საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება

საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ასევე იმუშავებს საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე.

„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში სამუშაო გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. არის რამდენიმე საკვანძო საკითხი. გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, გამოყოფილია 4 სხვადასხვა მიმართულება, რომლებზეც შესამუშავებელია კანონპროექტები და მისაღებია კანონები. რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე. ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ეუთოსთან. გვექნება მათთან კონსულტაციები და ამის საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტები", - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა