მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზურაბ დათუნაშვილის გუშინდელი “ფეისბუქ” მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთ სწორ გზას კომუნიკაცია წარმოადგენს.

„საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სპორტსმენს მშვიდ გარემოში, როგორც ვარჯიშის, ისე ტურნირებისთვის მომზადების საშუალება ჰქონდეს. თავისთავად, ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია, დიალოგის ფორმა, იმიტომ, რომ ასეთი პრობლემები, იგივე სპორტსა და სხვა სფეროებში წამოჭრილა, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაციის გზა. მთავარია, რომ დიალოგის საფუძველზე გადაიჭრას ყველა პრობლემა”, - აღნიშნა მინისტრმა.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ის ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს, ამიტომ სპორტსმენმა საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, კარიერა დაასრულოს თუ ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო