ირაკლი კობახიძე - ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით უმთავრესი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა შორის ძალადობა, ბავშვებში სიღარიბის პრობლემა

ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა შორის ძალადობა, ბავშვებში სიღარიბის პრობლემა, საჭიროა ამ ყველაფერზე ზრუნვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვთა უფლებათა დაცვის კოდექსი წინ წაგვწევს ამ მიმართულებით.

„ამას ემსახურება სწორედ ეს კოდექსის პროექტი, რომელიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე ყველა ჩართულ პირს. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც წინ წაგვწევს ამ მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო