საქსტატი - თამბაქოს ნაწარმზე ფასები 12,5%-ით, ჯანდაცვის მიმართულებით 3,4%-ით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი 3,2%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები 3,4%-ით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 3,2%-ით, ხოლო თამბაქოს ნაწარმზე 12,5 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ინფლაციის დონემ 2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში 1,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.

მათივე განმარტებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

„ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული - 15,8 პროცენტი, ხილი და ყურძენი - 5,8 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი - 4,7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები - 1,4 პროცენტი, ასევე თევზეული - 1,4 პროცენტი; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი)“, - აცხადებენ საქსტატში.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა