იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, იანვარში 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

აივ მკურნალობას იტარებს 4597 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

39.9 % (2968) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა); სამეგრელოში - 947 (აქედან ზუგდიდში - 630); იმერეთში - 924 (ქუთაისი 451); აჭარაში - 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში - 473; კახეთში - 358, ქვემო ქართლში - 385; შიდა ქართლში - 279; გურიაში - 157; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 107 და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა