თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა. 4 თებერვლიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2019 წლის ბოლომდე ვაგონების რეაბილიტაცია და ძველი ავტობუსების ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლება მოხდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ 2019 წლის ბოლოს გვინდა მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების პარკი და მოვიყვანოთ ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და სადგურების მოწესრიგება იგეგმება, რომლებიც მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პრიორიტეტია მეტროსადგურებში პიკის საათის დროს მოცდის ინტერვალის შემცირება.

„რატომ ვაპირებთ ზოგადად ახალი შემადგენლობების დამატებას? იმიტომ, რომ მოცდის რაოდენობა შევამციროთ, განსაკუთრებით პიკის საათის დროს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25%-ით არის გაზრდილი მგზავრთა რაოდენობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაგალითად, თუ იყო პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი, ეხლა 3 წუთია და გვინდა დავიყვანოთ 2,5 წუთამდე“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო