ანა დოლიძე - გეგა გეგეშიძე არის პატარა მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც უბრალოდ კუნთებზე იყურება

გეგა გეგეშიძე არის პატარა მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც უბრალოდ კუნთებზე იყურება, ჩინჩალაძე კი კუნთებზე მაინც არ იყურება პირდაპირი გაგებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირებული, ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან აშკარაა, რომ სპორტშიც გაბატონებულია ე.წ. კლანი ისევე, როგორც სასამართლო სისტემაში.

„მოვისმინე ზურაბ დათუნაშვილის ინტერვიუ. როგორც ჩანს, ამ სფეროშიც გაბატონებულია „კლანური“ ურთიერთობები, რომელიც უკვე პირდაპირ ძალადობაზეა გადასული. ამაში იგულისხმება გეგეშიძის ქცევა. „კლანური“ ურთიერთობების მართვის ერთადერთი ხერხი არის ერთგულება. „კლანებს“ არ შეუძლიათ ნიჭიერი და კომპეტენტური, მშრომელი ადამიანების ატანა. ამიტომ, ყველა სფეროში, სასამართლოში იქნება ეს, საჯარო სამსახურში, თუ სპორტში, „კლანი“ ეცდება, რომ ასეთი ადამიანი განდევნოს და დაჩაგროს. თუ ჩვენ გვინდა მომავალი, როგორც ქვეყანას, ამას აუცილებლად უნდა მივხედოთ, თორემ როგორც სახელმწიფო, დავლპებით. „კლანები“ არის ჩვენი საზოგადოების სიმძიმე და უნდა ვებრძოლოთ მათ. „კლანები“ არიან ყველა სფეროში: სახელმწიფო სტრუქტურებში, სპორტში და მათ შორის, სასამართლოშიც. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სიმსივნე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესება სთხოვა. როგორც დათუნაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ის დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა