კონკურსში „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“, მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა 15 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ოფისში 15 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ამ გლობალურ კონკურსში 2014 წლიდანაა ჩართული.

„როგორია შენი გამოგონილი „ტოიოტას“ ავტომობილი, როგორ დაჰქრის ის შენს ოცნებებში, რამდენად შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს და რა სისწრაფით შეუძლია გადაადგილება დროსა და სივრცეში? ყველაზე ლაღად ოცნება ბავშვებს შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, „ტოიოტას“ კორპორაცია ბავშვებისთვის ყოველწლიურად მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხატვის კონკურსს და ეს მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს. საქართველო ამ გლობალურ კონკურსში 2014 წლიდანაა ჩართული.

კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონიალი, ტრადიციულად, წელსაც იაპონიაში, ტოკიოში გაიმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოვლენილ ფინალისტებს მიიწვევენ.

შარშან ამ გლობალური კონკურსის ფინალისტებს შორის, საქართველოდან 8 წლის გეგა სოფრომაძეც იყო წარდგენილი. მან შეძლო თავისი ოცნება მსოფლიოსთვის გაეზიარებინა. გეგა სოფრომაძის ნამუშევარი - „სტუმრობა მთვარეზე“ 650 000 ნახატიდან შეირჩა და მსოფლიო მასშტაბით 30 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა. ოცდაათივე ნახატის ავტორი ტოიოტას კორპორაციამ, მშობლებთან ერთად, ტოკიოში დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვია, სადაც საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა მოხდა.

მაგრამ იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეთ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, თქვენს ქვეყანაში მიიღოთ. Toyota Dream Car Art-ის მე-13 სართაშორისო კონკურსი უკვე მიმდინარეობს და საქართველოში მას „ტოიოტა კავკასიის“ (ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ხელმძღვანელობით, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი „ტოიოტა ცენტრი თბილისიც“ უწევს ორგანიზებას.

Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამიტომ, თხოვნით მივმართავთ მშობლებს, ზოგადად, უფროსებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი და მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვებს.

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შემოიტანონ 2019 წლის 15 თებერვლის 18:00 საათამდე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ (Toyota Dream Car Art) საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების დეტალურად გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://toyota-tbilisi.com/pages/post/toyota-dream-car-contest“.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან შეარჩევს 9 საუკეთესოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება.

Toyota Dream Car Art-ის გლობალური კონკურსისთვის ტოიოტას კორპორაციას შექმნილი აქვს სპეციალური ვებგვერდი https://www.toyota-dreamcarart.com/vote/, რომელიც ხმის მიცემის საშუალებას ონლაინ რეჟიმში იძლევა. ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შეუძლია ხმა მისცეს თავის რჩეულ ნამუშევარს. ხმის მიცემის გლობალური პროცესი მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყება.

იმედი გვაქვს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და მონაწილეობას Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მსოფლიოს თავიანთ ოცნებებს გაუზიარებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა