დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით „ისლამური სახელწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე აშშ-ის კონგრესში. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება აშშ-ის ექსპერტული და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს, შეხვედრა გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საელჩოში შეხვედრას გამართავს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა