სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით  დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად, პრევენციული ხასიათისაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად, პრევენციული ხასიათისაა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

„ძირითადი საკითხი არის ის, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულობას და კეთილდღეობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების, ყველა იმ პროგრამისა და პროექტის განხორციელება, რომელსაც ეს კოდექსი ითვალისწინებს. ეს ეხება ძირითადად, პრევენციული ხასიათის პროექტებს და ამ კოდექსის მთავარი ღერძი არის სწორედ ის, რომ პრევენციულ პროგრამებზე კეთდება ძირითადი აქცენტი. ასევე, გათვალისწინებულია ბავშვის სოციალური დაცვის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილებები გაეზრდებათ. ბუნებრივია, შესაბამისი თანხებისა და ფინანსური რესურსების გადაცემით, ასევე, ჩვენ მათ ადამიანური რესურსების კუთხით დავეხმარებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე“,- აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინური ზომა, კანონით აიკრძალება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო