ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ყველანი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვართ. ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფს“ შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ფოთში აშენდება ახალი პორტი და ტერმინალი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ამ ყველაფერში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც განსაკუთრებულ ცვლილებებს მისცემს ქვეყნის და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებულ ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50 მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ჩვენს ურთიერთობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, OPIC-ს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. პრემიერმა გაიხსენა ის წლები, როცა OPIC იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საქართველოში. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, OPIC-ს საქართველოში ინვესტირებული აქვს 600 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტის რეალიზაციას მოხმარდა.

პრემიერმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, OPIC-ს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები საქართველოში ინვეტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონალურ-ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა