ეკა ბესელია - სოფო კილაძის განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის მაგალითი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე როგორ არ უნდა საუბრობდეს

ვიდრე არ გაეცემა პასუხი შეკითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი, საკითხი „დამოკლეს მახვილივით“ იქნება დაკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი. ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სავარაუდო პირთა წრე, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული, არც თუ ისე დიდია.

„დღეს პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოვისმინე, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი! როგორ ღიად იცავს მოსამართლეთა ამ ჯგუფს და როგორ გადმოაქვს კრიტიკა ჩემ მიმართ, თუ როგორ ვთქვი ასეთი რამ. ეს კომენტარი არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ერიდება ის ბიძინა ივანიშვილზე საუბარს, ბესელიამ აღნიშნა, რომ ის იმ ურთიერთობებს უფრთხილდება, რომელიც მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ბოლო 7 წელიწადს უკავშირდება.

„ეს ღირებულია. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ყველაფერს ანადგურებს. მე წყენის და გაბრაზების დროსაც ადამიანს არასდროს ვუკარგავ სიკეთეს, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ობიექტურად ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველაფერზე პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ, რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა, მე მას ამაზე ვეუბნები - შიდა საკითხები, რაც გარეთ გამოვიდა ისე უნდა დალაგდეს, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს სოფო კილაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულ ჯგუფზე.

"ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება. იმ ჯგუფებს, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა