გერმანიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა

გერმანიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„რაც შეეხება გაუაიდოს, გუშინდელ დღემდე არ იყო გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც ახლა ხუან გუაიდო ის ადამიანია, რომლისგანაც ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოახდენს საარჩევნო პროცესის ინიცირებას. ამ ამოცანისთვის ის ლეგიტიმური დროებითი პრეზიდენტია“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა ნიკოლას მადუროს რეჟიმს ულტიმატუმი წუყენეს, რომ თუ რვა დღის ვადაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავდა, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად იქნებოდა აღიარებული.

გარდა გერმანიისა დღეს ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარეს საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, პოლონეთმა, დანიამ და შვედეთმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო