დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა

თელავის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაზა ბერიკაშვილი 5000- ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდების მხარე კი ზაზა ბერიკაშვილის კვლავ პატირმობაში დატოვებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სახელმწიფო ბრალდებამ წარადგინა დაკითხულ მოწმეთა სია და საქმეში არსებული ვიდეო ფაილების შინაარსი. დაცვის მხარემ ასევე ყველა მტკიცებულების სადავოდ ცნობა და გამოკვლევა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ზაზა ბერიკაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ცრუ ბრალდებისთვის პასუხისგებაში მიცემას. ზაზა ბერიკაშვილმა განმარტა, რომ უსაფუძვლო ცილისწამებაა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან მისი „სუს-ის აგენტად“ მოხსენიება.

„შეკვეთილი განაჩენი, ოცნების სირცხვილი", „ნულოვანი ტოლერანტობა - ყველა ციხეში“ დღესაც ძალაშია" - ამ შინაარსის ტრანსაფარანტებით ზაზა ბერიკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ბერიკაშვილმა 16 დეკემბერს, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა დააზიანა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის თბილისში დააკავეს. გამოძიება 353 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მორიგე სასამართლო სხდომა 12 თებერვალს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო