საქართველო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა

საქართველო 5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგეგმილ „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ უერთდება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია ღონისძიებები სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ძირითადი ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „რუმსი თბილისში“, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა გახსნის და გაკეთდება თემატური პრეზენტაციები.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღნიშვნა ხდება ყოველ თებერვალს “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებს მიერ. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღონისძიებაში ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს