კახა კალაძე - ვიდეო არ მინახავს და არ მაქვს მისი ნახვის არც სურვილი, არც ინტერესი - ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს

ყველა იმ პირმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე არ მინახავს ეს ვიდეო, არ მაქვს ამ ვიდეოს ნახვის არც სურვილი, არც ინტერესი. ასეთი ვიდეოების გავრცელება კატეგორიულად ჩემთვის მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს უამრავი ათი ათასობით ფარული ჩანაწერია გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდი და მძიმეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ასეთი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს. ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ, კიდევ ერთი პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერს და ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერი შესაძლოა"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ჩანს "აიფონ 5", კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა