რომან გოცირიძე - ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, გადავიდეს ავლაბრის სასახლეში

ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, კეთილი ინებოს და გადავიდეს ავლაბრის სასახლეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „ათონელის სასახლე კანცელარიის გამოთავისუფლებისთვის შენდებოდა, ახლა კი გვაქვს ათონელიც, ავლაბარში მდებარე სასახლესაც ბიუჯეტი შეინახავს და კანცელარიაც თავის ადგილზეა, ეს ყველაფერი კი ერთი ადამიანის ხუშტურების გამო კეთდება“.

“გვქონდა ერთი რეზიდენცია, ახლა გვაქვს ორი, ორმაგი ხარჯების გაწევა ხდება. ეს რეზიდენცია არის შექმნილი სპეციალურად სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირისათვის , მას აქვს სამხედრო კომპონენტები, იქ არის მიწისქვეშა გვირაბები და უამრავი სხვა ელემენტი, რაც აუცილებელია სახელმწიფო ფუნქციის შესასრულებლად. სასაცილოა, იქ რომ რაღაცა კულტურის ცენტრი განთავსდეს. ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, კეთილი ინებოს და გადავიდეს ავლაბრის სასახლეში. ეს არის ქვეყნის მეთაურისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა. ნუ ვხარჯავთ დამატებით ფულს. როდესაც ათონელის რეზიდენცია შენდებოდა, იქ კანცელარია უნდა გადასულიყო. კანცელარიის შენობა კი უნდა გაყიდულიყო და უზარმაზარი ბაღი უნდა გახსნილიყო და მოხმარებოდა ხალხს. ათონელის სასახლე კანცელარიის გამოთავისუფლებისთვის შენდებოდა. ახლა გვაქვს ათონელიც, ავლაბრის სასახლესაც ბიუჯეტი შეინახავს და კანცელარიაც თავის ადგილზეა და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურების გამო კეთდება”, - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს