ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს და აცხადებს, რომ დაკავებულის სულიერი მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ განუცხადა, გაუარესებულია მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.

„უკვე ორი წელია, ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებისა და მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის თავისუფლებასთან ერთად ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა. მის მძიმე სულიერ მდგომარეობას ემატება ის, რომ მამა გიორგის აწუხებს გული. დაემართა დიაბეტიც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნება, რომელზეც საუბარი არ მსურს. ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა, რომ შიგნიდან მოგვეგვარებია ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამასთან დაკავშირებით. ამ აქციის მოწყობა ისევ საპატრიარქომ გვიბიძგა.

ჩემი ძმა არის სასულიერო პირი. ჩემს ძმას აქვს მხოლოდ უფლის მოწყალების იმედი. იგი დღემდე იმედიანადაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი, ოჯახის წევრი, ძმა და რადიკალური ნაბიჯები გადავდგი აქციის მოწყობის სახით“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციას ასევე შეუერთდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, „რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და რომელიც დაამტკიცებს დეკანოზის უდანაშაულობას“.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერი აქცია საპატრიარქოსთან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო