კახა კალაძე - ფაქტობრივად, ფოთში ახალი პორტის მშენებლობა იწყება

ფაქტობრივად, ფოთში ახალი პორტის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, სადაც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ „პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, ფაქტობრივად ახალი პორტის მშენებლობა იწყება ფოთში. ახალი ტერმინალი გვექნება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მგონი ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ტვირთმოძრაობის მოცულობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 50 მილიონი გამოყოფილი აქვს უკვე და ძალიან დიდია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რასაც მივესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

ხელშეკრულების თანახმად, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, 50 მილიონი დოლარით აფინანსებს "პეის ჯგუფის" საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა