გიორგი ქობულია - გვაქვს პოტენციალი, ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა გავხდეთ

პროექტი დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა მშრალ ტვირთზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ

„პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა გახდეს.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენთვის. ეს პროექტი დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა მშრალ ტვირთზე, კერძოდ სასუქებზე, რომელიც მოდის ცენტრალური აზიიდან.

საქართველოში გვაქვს პოტენციალი, გავხდეთ ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. შესაბამისად, ამ პორტისთვისაც და ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები", - განაცხადა ქობულიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს