ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და იაპონელი მეღვინეების დელეგაციის წევრებმა მეღვინეობით სახელგანთქმული იაპონური ქალაქის კაცუნუმას და თელავის მეგობარი ქალაქების სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, იაპონურ დელეგაციას იამანაშის პრეფექტურაში მდებარე კაცუნუმა ჯოზოს მეღვინეობის პრეზიდენტი არუგა იუჯი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე გაამახვილა.

„მივესალმებით მჭიდრო კავშირების არსებობას ღვინის წარმოებით სახელგანთქმულ ქალაქებსა და მეღვინეებს შორის. ჩვენი დიდი სურვილია მეღვინეთა საზოგადოებებთან მჭიდრო კომუნიკაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს გაზაფხულზე, ტოკიოში დაგეგმილი ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ღონისძიებაზე მიიწვია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი და სტუმრობა ქვეყანაში, საიდანაც ღვინის წარმოება იღებს სათავეს. ჩვენთვის პატივია ღვინის სამშობლოს ტრადიციების უკეთ გაცნობა“ - განაცხადა არუგა იუჯიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაცია „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს