ირაკლი კობახიძე - ანრი ოხანაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული

ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატურას მხარი რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც მისივე შეფასებით, „პერსონალური მომენტი“ იყო.

ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. იქ იყო, პრინციპში, პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და ძალიან დიდი უმრავლესობით მიიღო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება, ეს ეფუძნება, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს, ობიექტური კრიტერიუმები ჰქონდა იმ ფასეულობებს და ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო