ირაკლი კობახიძე - ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე

ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი, ანუ დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელება საგანგაშოა და მხოლოდ კადრების გამავრცელებლების დაკავება საკმარისი არ არის.

„რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, გეთანხმებით, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ გამავრცელებლების დაკავება. მთავარია, რომ ამ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი, ხოლო როცა არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე. მთავარი ამოცანა არის სწორედ დამკვეთის, წყაროს გამოვლენა. მე მაქვს ყოველდღიური კავშირი შს მინისტრთან და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად ჩავიხედოთ ამ საკითხში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა