პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ძმები კალანდიები არ დაიკითხებიან

სააპელაციო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე იკითხება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დასაკითხ არასრულწლოვან მოწმეს, 2017 წლის 1 დეკემბერს მოზარდებს შორის მომხდარ ინციდენტში მინაწილეობა არ მიუღია, თვითმხილველი არ არის, თუმცა იმყოფებოდა ხორავას ქუჩის მიმდებარე ტეტიტორიაზე და უკვე მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პროკურორის განმარტებით, სწორედ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს არასრულწლოვანი მოწმე.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწმე კონკრეტულად ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირს იცნობდა.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. დაიკითხება ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც არ მონაწილეობდა უშუალოდ ინციდენტში, თუმცა იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ-ერთი მსჯავრდებულის, კერძოდ გ.ბ.-ს მონაწილეობის შესახებ სარალიძის მკვლელობის ნაწილში.

დღევანდელი მოწმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან სხდომა დახურულია. შესაბამისად, მისი ვინაობაც არ საჯაროვდება", - განაცხადა ელენე ჩხეიძემ.

რაც შეეხება ძმებ კალანდიებს, პროკურორის თქმით, დღევანდელ სხდომაზე კალანდიები არ დაიკითხებიან და შეთანხმება, რომ დღეს უშუალოდ ისინი უნდა დაკითხულიყვნენ, არ არსებობდა.

„წინასასამართლო პროცესი გადაიდო იმ ეტაპამდე, რომლის მიხედვით დღეიდან უნდა დაწყებულიყო მტკიცებულებების გამოკვლევა. იმის გათვალისწინებით, რა დროც აქვს სასამართლოს სამუშაოდ აღებული, წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მიერ ერთი მოწმე. შემდგომში კი, როდესაც პროცესი გადაიდება, ბრალდების მხარე დამატებით გააგრძელებს მტკიცებულეების გამოკვლევას“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა