მიხეილ ყაველაშვილი აპირებს ზურაბ დათუნაშვილს შეხვდეს, რათა სპორტსმენი დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს.

ყაველაშვილმა განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპის ჩემპიონს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფების მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული“, - მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილის თქმით, ის არჩევანის წინაშე დგას და თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება, მას სხვა ქვეყანაში მოუწევს საასპარეზოდ წასვლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო