მამუკა ბახტაძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთის ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობის დინამიკა, ორმხრივი წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. ხაზი გაესვა ბულგარეთის, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს.

ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობასა და შავი ზღვის რესურსების მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობაზე.

პრემიერმა და ელჩმა ასევე განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობა და ამ კუთხით ავიაკომპანიების ინტერესი.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის კულტურის დღეების მნიშვნელობა, რომელსაც ზაფხულში თბილისი უმასპინძლებს და მასში ბულგარეთიც მიიღებს მონაწილეობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს