მიხეილ ბატიაშვილი - 40 000-მდე ბავშვი გვყავს, რომლებმაც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, რომელთაც უნდა ვაჩვენოთ სწორი გზა და დავაბრუნოთ განათლებაში

ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და მათი უმრავლესობა ჰაერშია დარჩენილი. უნდა ვაჩვენოთ მათ სწორი გზა და დავაბრუნოთ განათლებაში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

პროფესიული განათლების პრეზენტაციის წარდგენისას მინისტრმა მოკლევადიან გადამზადების კურსებზე ისაუბრა, რომლებიც ატესტატის გარეშე დარჩენილ ბავშვებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენი ამოცანა, მოვალეობა და ვალდებულებაა, ის 40 000-მდე ბავშვი, რომელთაც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს და ჰაერში არიან დარჩენილები, სწორი კომუნიკაციის საფუძველზე დავაბრუნოთ ისინი განათლებაში. მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევძლოთ ამ ბავშვების გარკვეულ პროფესიებში შეყვანა და მათი შრომით ბაზარზე დაბრუნება. ვგეგმავთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას, რათა დავანახოთ მათ წინაშე არსებული შესაძლებლობები. მშობლებსაც და ბავშვებსაც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაეწევა კონსულტაცია“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები მარტიდან ამოქმედდება და ასობით ახალგაზრდას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სისტემის მიღმა დარჩნენ, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ, გაიარონ მოთხოვნადი პროგრამები და, რაც მთავარია, დასაქმდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა