„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი წარუდგინა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციიდან აცნობეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტისას იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა.

ფრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ გაიცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე ხაზს უსვამს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა