1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6524 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6524 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0365 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0452 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.