დავით მათიკაშვილი - პირველი მიზანი არის, რომ დადგინდეს და დაისაჯოს ფარული ჩანაწერების შემკვეთიც და ჩამდენიც

პირველი მიზანი არის, რომ დადგინდეს და დაისაჯოს ფარული ჩანაწერების შემკვეთიც და ჩამდენიც, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მზადაა ჩაერთოს დისკუსიაში, რათა მოხდეს სანქციების გაზრდა მსგავსი ტიპის დანაშაულზე. „ჩვენ ორი დღის წინ დავგმეთ ეს საზიზღარი ქმედება. ეს ის ბოტორებაა, რომელიც უნდა დამარცხდეს საქართველოში. ჩვენ ამავდროულად მზად ვართ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თუ სანქციის გაზრდა ან რამე ტიპის ღონისძიება ხელს შეუწყობს პრევენციულად ამგვარი დანაშაულის არიდებას, გაიზარდოს სანქცია.

მე მესმის, რომ პირდაპირ კორელაციაში შეიძლება არ მოვიდეს სანქციის გაზრდა, მაგრამ გარკვეულწილად თუ ჩავთვლით, რომ სანქცია არის დაბალი, ამაზეც შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი. პირველი მიზანი კი არის, რომ დადგინდეს და დაისაჯოს ამ დანაშაულის შემკვეთიც და ჩამდენიც“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა