ზაზა გაბუნია - მისასალმებელია, რომ პარლამენტს ,,მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვევა

„მისასალმებელია, რომ პარლამენტს ,,მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვევა“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა,

გაბუნიას თქმით, იგი მიესალმება იმას, რომ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რეგლამენტის 153 -ე მუხლის შესაბამისად, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი მოხსენებით წარდგება.

„მე მივესალმები ქალბატონი მაიას მზადყოფნას, გამოიყენოს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს," - აღნიშნა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა