პრეზიდენტი ,,პეის ტერმინალის" დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პეის ტერმინალის" დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) და ,,პეის ჯგუფმა" გააფორმეს.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი ფოთში ,,პეის ტერმინალის" მშენებლობის პროექტს 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანპორტო ცენტრი.

,,მიხარია, რომ დავესწარი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ფოთის პორტისა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის; ვულოცავ ფოთს, საქართველოს მთავრობასა და თითოეულ ქართველს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სასტუმრო “ბილტმორში” ხელმოწერის ცერმონიას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს