არასრულწლოვნის დ.ღ.-ს პროცესზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად ფხაკაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჩანაწერის სრულად გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიზეზით, ვერ მოესწრო.

„დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად ფხაკაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ამსახვი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულის გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე დავიწყეთ, თუმცა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, აღნიშნული მტკიცებულების განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით შეწყდა.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ აღნიშნული ახსნა-განმარტება განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.ზვიად ფხაკაძე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაკითხული, მას დაესვა კითხვები ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ეს ვიდეოჩანაწერი როგორც უდავო მტკიცებულება უნდა იქნეს მიჩნეული", - განაცხადა ქვარცხავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს