მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაგავსაყრელი აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ მღელვარებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და დიალოგის რეჟიმში განიხილავს რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას და არსებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურვას (მათ შორის ე.წ. ნიკეას ნაგავსაყელის). პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონიების ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობები.

ტერიტორია, რომელზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა არის დაგეგმილი, შერჩეულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი, 5 გადამტვირთავ სადგურთან ერთად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 700 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვის გზაზე.

ქვეყნის მასშტაბით არსებული სტატუსის მქონე ძველი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელები 2023 წლისთვის დაიხურება და მათ 8 რეგიონული არასახიფათო ნარჩენების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა