გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 თებერვალს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სართანიას, კავთისხევის, კიკნაძის, გომბორის, ჯანელიძის, კოხრეიძის, მანჯგალაძის, წიკლაურის, საჭილაოს, სვანეთის და წმინდა მელქისედეკ I ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საირმის გორას, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის, ახალშენის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, სულხან ნასიძის და გურამ ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა