მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ

„ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ", - ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან არსებობს დიდ ინტერესი, ამოქმედდეს ისეთი პროფესიული პროგრამები, რომელიც გარკვეულ სფეროებში კვალიფიცირებული კადრების დეფიციტს შეავსებს. ამ სისტემური ხარვეზის აღმოფხვრა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესში აქტიურად დაინერგება ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. შეიქმნება არაერთი თანამედროვედ აღჭურვილი ექსელენს ცენტრი, სადაც მომავლის პროფესიების დაუფლება იქნება შესაძლებელი. პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა შეძლონ, რომ ახალგაზრდები XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღონ და კონკურენტუნარიანი გახადონ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო