რევაზ სოხაძე - ლევან ხაბეიშვილს კომპეტენცია უნდა ჰყოფნიდეს და გამგებლისგან კანონის დარღვევას დაჟინებით არ უნდა ითხოვდეს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უკანასკნელ დღეებში, ოპონენტების მხრიდან, თბილისის მერიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა და მას აბსურდული უწოდა. რევაზ სოხაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის ვაკის გამგეობაში მისვლა წინასწარ დადგმული, კომიკური სპექტაკლი იყო, რადგან იგი მისთვის ისეთი დოკუმენტების გადაცემას ითხოვდა, რომლებიც მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და მათი გასაჯაროება კანონით აკრძალულია.

„საკრებულოს დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს კომპეტენცია და პასუხისმგებლობა უნდა ჰყოფნიდეს და გამგებლისგან კანონის დარღვევას დაჟინებით არ უნდა მოითხოვდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა სურს. მით უმეტეს სასაცილოა ის გამოგონილი მიზეზი, რის გამოც დაიდგა ეს სპექტაკლი. თბილისის მუნიციპალიტეტი, მათ შორის ვაკის გამგეობა, ათობით ათას მოქალაქეს ეხმარება, მათი პოლიტიკური სიმპათიებისგან დამოუკიდებლად. ბუნებრივია, ამდენ ადამიანში შეიძლება, როგორც ჩვენი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ და ამის დასტურია ოპოზიციონერი დეპუტატების არაერთი შუამდგომლობა, რომლითაც კონკრეტული მოქალაქეების დახმარებას ითხოვენ. ეს შუამდგომლობები ისეთივე წარმატებით კმაყოფილდება, როგორც ნებისმიერი სხვა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, უკანასკნელ რამდენიმე კვირაში გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თუ ნებისმიერი სხვა აბსურდული ბრალდება, სინამდვილეში ემსახურება ერთადერთ მიზანს - როგორმე ჩრდილი მიაყენონ იმ დინამიურ და პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მენეჯმენტის პირობებში ხორციელდება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ყველა ხედავს, რომ თბილისში, ბევრი მიმართულებით, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, შემოსავლების ზრდის და სხვა მიმართულებით.

„ქალაქის მერი ყველა ამ პროცესში უშუალოდ არის ჩართული, იღებს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია პირადად მისი და მთლიანად თბილისის მენეჯმენტისადმი მოქალაქეების ნდობას ზრდის. რეალურად სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი უკანასკნელ პერიოდში წარმოებული იმ აბსურდული კამპანიის, რომელსაც ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები აწარმოებენ. ბუნებრივია, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, პირიქით კიდევ უფრო მეტი შემართებით და ენთუზიაზმით გავაკეთებთ საქმეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა