მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე ბრალდების მხარის ექსპერტები დაკითხეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. პროცესზე ბრალდების მხარის ექსპერტები ემზარ გავშელაშვილი და ირაკლი სადრაძე დაიკითხნენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის ემზარ გავაშელაშვილის ინფორმაციით, დასკვნა ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების ჩვენებზე და გამოძიების შედეგებით მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ კვირიკაშვილის ქმედება პროვოცირებული იყო თეთრი ფერის ავტომობილის მანევრირებით და კვირიკაშვილს შეჯახების აცილება არ შეეძლო.

მისივე თქმით, შეჯახების დროს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი რა სიჩქარით გადაადგილდებოდა, გამოთვლა შეუძლებელი იყო. ბრალდების და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ. მისი თქმითაც, მოცემულ დროს მერაბ კვირიკაშვილის მანევრირება იყო მართებული, რადგან მას არ შეეძლო შემთხვევის აცილება.

პროკურორ ვალერის კუჭუხიძის კითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა 50 მეტრი მანევრისთვის, უპასუხა, რომ 50 მეტრი არის ოპტიმალური მანძილი მანევრირებისთვის, მაგრამ არ იყო საკმარისი დამუხრუჭების და გაჩერებისთვის.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის მოსმენაც, რაც პროცესებზე ხდება. "ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა. შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც პროცესებზე ხდება. დღეს მეტისმეტი იყო, თითქოს ჩემი შვილი მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და ბოლომდე გავყვები", - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მომდევნო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა. სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა