საპატრიარქოს შენობის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კარვები გაშალეს

საპატრიარქოს შენობის წინ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კარვები გაშალეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, დეკანოზს ზიარების საშუალება მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 24 საათის განმავლობაში აპირებენ აქციის გამართვას, ხოლო ღამეს კარვებში გაათენებენ.

„ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ველოდებოდით საპატრიარქოს პოზიციას, ვინაიდან ჩემი ძმა უდანაშაულოა. დღეს საპატრიარქოს ვთხოვდით, რომ მოხდეს მამაოს ზიარება, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეშალა კარვები, სანამ არ აზიარებენ. აქცია იქნება 24 საათიანი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს