ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე დაკითხეს

სააპელაციო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა ელენე ჩხაიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოწმემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ გარკვეული გარემოებების შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მსჯავრდებულისგან გახდა მისთვის ცნობილი. რა ინფორმაციაზეა საუბარი, პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინაიდან მისივე თქმით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისად მოწმის ჩვენებას ვერ გაასაჯაროებს.

ამასთან, როგორც ელენე ჩხაიძემ აღნიშნა, დღეს დაკითხულ არასრულწლოვან მოწმეს, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოზარდებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია, თვითმხილველი არ არის, თუმცა იმყოფებოდა ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და უკვე მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პროკურორის განმარტებით, სწორედ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს არასრულწლოვამა მოწმემ.

„არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხა სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვის დროს პირველ ინსტანციაში დასაკითხ პირთა სიაში არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული პირი პირველ ინსტანციაში არ დაკითხულა. ამიტომ, როდესაც ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული მოწმის დამატებითი მტკიცებულების სახით დაკითხვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღეს ეს არასრულწლოვანი მოწმე დაიკითა. მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყო, შესაბამისად, უამრავი ადამიანის შესახებ შესაძლოა ცნობილი ყოფილიყო გამოძიებისთვის, თუმცა ამ ადამიანებიდან ვინ ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეს საკითხი გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მიღებული. დღეს დაკითხული არასრულწლოვანი მოწმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და მან ეს ინფორმაცია დაადასტურა. აღნიშნული მოწმის დაკითხვა დახურულია, შესაბამისად, დახურული სასამართლო სხდომიდან დეტალების გახმაურება დაუშვებელი იქნება, აქედან გამომდინარე დეტალებზე ნამდვილად ვერ გესაუბრებით. თუმცა, ამ მოწმის ჩვენება მკვლელობის ნაწილში მნიშვნელოვანი გახლდათ, უშუალოდ დავთ სარალიძის მკვლელობის ნაწილში და მან ეს ინფორმაცია დღეს სასამართლოს მიაწოდა“, - განაცხადა პროკურორმა ელენე ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო