თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული „დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 4 პირი, ალექსანდრე ნოვიკოვი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო და როლანდ მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ​დიმიტრი კურაგინსა და სერგეი კლადკოს, მათი საქმე აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით გადაიდო. შემდეგი სასამართოლ სხდომა 12 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქე 2018 წლის 2 დეკემბერს დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო "ალიანსში" ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანამდე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: "დონბასის" მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული უკრაინის 4 მოქალაქე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა