გიორგი ანდრიაძე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატებს ნუ წარადგენენ

ეროვნულ–ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატებს ნუ წარადგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავიანთ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ წარადგენენ, ამით საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამასთან, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდებიან.

„ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა. მას აქვს არსებობის მორალური უფლება და ვფიქრობ - დიდი პერსპექტივები. საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებული მორიგი სპექტაკლი ყველასთვის ნაცნობი შედეგით დასრულდა. NDI-ის კვლევებმა ეს ყოველივე დაადასტურა. კერძოდ, ობიექტურმა, ნეიტრალურმა კომპანიამ დააფიქსირა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, 50%–ზე მეტის მხარდაჭრა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია. საზოგადოებაში მძაფრი მოთხოვნილებაა, ახალი სახეების და პოლიტური ძალის. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ტიპის მონაცემით ჩანს, რომ ქვეყანა არის კრიზისში და საზოგადოება უნდობლობას უცხადებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ამ მონაცემების ფონზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, მაშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავაფიქსირე, რომ გავაგრძელებდი ბრძოლას მთაწმინდის მაჟორიტარული კანდიდატობისთვის. მოვუწოდებ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს, რათა საზოგადოება დამშვიდდეს და არჩევნებმა მთაწმინდის რაიონში მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამით გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ფიგურები. ვფიქრობ, სკამისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს მორიგი პოლიტიკური ისტერიის საფუძველი. იმ პოლიტიკური ისტერიისა, რომელიც ნევროზულ მდგომარეობაში აყენებს მთელს საზოგადოებას“, - განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, იგი თავადაც აპირებს, მთაწმინდის ოლქში კენჭი იყაროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა