ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე - პროკურატურის მიერ წარდგენილი  არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხა, საეჭვო პიროვნებაა

ხორავას ქაუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გ.ბ-ს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა, საეჭვო პიროვნებაა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საფუძვლიანი ვარაუდი უჩნდება იმისა, რომ ამ მოწმემ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამომძიებელს პირველივე ჩვენებაში მოახსენა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე, თუმცა ადვოკატის თქმით, არანიარი ინფორმაცია არ მოუყოლია მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მსჯავრდებულ გ.ბ-ს შესახებ. ადვოკატის თქმით, ახალ ჩვენებაში კი უკვე ახალი გარემოებები ჩაიწერა. განხორციელდა თუ არა ამ არასრულწლოვან მოწმეზე ზეწოლა, ადვოკატისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი გამოკითხვის ოქმს მოიპოვებს და შემდეგ პროცესზე წარადგენს, რითაც დღეს დაკითხული არასრულწლოვნის ჩვენებებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდება.

„დაცვის მხარეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ვარაუდის საფუძველი გვიჩნდება იმისთვის, რომ პირველი დაკითხვის დროს მოწმემ არ ისაუბრა გამომძიებელთან იმ ფაქტების შესახებ, რაც მან დღეს სასამართლოს მოახსენა. ეს მოწმე არ წარმოადგენს პირველ წყაროს. ის არის ირიბი მოწმე. ამავდროულად, განაცხადა, თითქოს გ.ბ-მ ტაქსით მგზავრობის დროს თქვა, რომ ვიღაცას დაარტყა დანა. მაგრამ, მოწმე არ ადასტურებს კონკრეტულად, თუ ვის დაარტყა აღნიშნული დანა. დასკვნით სიტყვაში კარგად ავხსნით, თუ როდის, რა ვითარებააში და ვის მიმართ გამოიყენა გ.ბ-მ აღნიშნული დანა“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

სააპელაციო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა.

შეგახსენებთ, მოზარდებს შორის 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდბულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა