ტარიელ კაკაბაძე - პროკურატურის მიერ წარდგენილმა არასრულწლოვანმა მოწმემ ჩვენებები არათუ ბრალდების, არამედ დაცვის მხარის  სასარგებლოდ მისცა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ დღევანდელ სხდომაზე წარდგენილმა არასრულწლოვანმა მოწმემ ჩვენებები არათუ ბრალდების, არამედ დაცვის მხარის სასარგებლოდ მისცა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასრულწლოვანმა მოწმემ სხდომაზე უამრავ დეტალზე ისაუბრა, რომელიც კონკრეტულად ჩხუბის ფაქტს ეხება. ადვოკატის თქმით, მოწმის ჩვენება ასევე ეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის გ.ჯ-ს ცემის ფაქტს. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ეს დეტალები დაცვის მხარის პოზიციებს ამყარებს, რაც სასამართლომ აუცილებლად უნდა გაიზიაროს

„ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა სასამართლოში და პირიქით, დაცვის მხარის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. შესაბამისად, დაცვის მხარე ამ ინფორმაციას დასკვნით სიტყვაში აუცილებლად გამოვიყენებთ. მიგვაჩია, რომ თუ სასამართლო ობიექტურად განიხილავს მოცემულ საქმეს, აუცილებლად გაიზიარებს კარგად დასაბუთებულ ჩვენს პოზიციას და უარს იტყვის ბრალდების მხარის უსაფუძვლო პოზიციის გაზიარებაზე“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა.

შეგახსენებთ, მოზარდებს შორის 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდბულები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს