მდინარე რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილ 16 წლის მოზარდს მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე რიონსა და შავ ზღვაში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება, ვიდრე არასრუწლოვანს არ იპოვნიან.

„16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში კვლავ გრძელდება როგორც მდინარე რიონში, ასევე ზღვაში. გარდა ცოცხალი ძალისა, პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც ხდება მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება. კვლავ მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყებაა გაერთიანებული. გარდა ამისა ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი, მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან. არ შეწყდება არც ერთი წუთით სამძებრო ღონისძიებები, ვიდრე არ იქნება მოზარდი ნაპოვნი. ღამის განმავლობაში, როცა მდინარეში ცუდი ხილვადობაა, შესაძლოა მყვინთავებისთვის იყოს შეუძლებელი სამუშაოების წარმოება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამძებრო ღონისძიება შეჩერდება. ამ დროს მუშაობას განაგრობს სამაშველო ტექნიკა. როგორი ხილვადობაც არ უნდა იყოს, როგორი მეტეოროლოგიური პირობებიც არ უნდა იყოს, არ შევწყვეტთ სამძებრო სამუშაოებს“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

მყვინთავებისა და სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით მდინარის სანაპიროზე კარვებია გაშლილი.

ფოთში 29 იანვარს მდინარე რიონში ხიდიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის