თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“(EMC) აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომა 5 თებერვალს, 09:55 საათზე დაიწყება. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს.

„2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი არ დადგება.

აღსანიშნავია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა და მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მტკიცებით ფორმაში თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე მითითება, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა