დიმიტრი ხუნდაძე - ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე თანაგუნდელ ეკა ბესელიას თანადგომას უცხადებს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ჭეშმარიტების დადგენა სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა.

„თანადგომა მინდა გამოვუცხადო ეკა ბესელიას. ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრი, რომელსაც პოლიტიკური წარსულის დიდი დამსახურება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც თუნდაც ჩვენი გუნდის წევრები არ ჩანდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეკა ყოველთვის იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ასე რომ, არათუ ვუსმენ, არამედ თანადგომას ვუცხადებ. როგორც ვიცი ეკა ბესელიას შს მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია აქვს და რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცხადია, ყველა ვერსია დამუშავდება, თუმცა ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საკითხი. რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს დამკვეთი, ვისთვისაც მახასიათებელი იყო ბრძოლის ასეთი ამორალური და ბინძური მეთოდები. ჭუჭრუტანიდან ყველა საძინებელში იყურებოდნენ. გახსოვთ ალბათ ცოლი ქმარს არ ესაუბრებოდა, სანამ მობილურს არ დაშლიდნენ. აი, ეს არის მძიმე რეალობა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედება, რომელიც ძალიან მძიმე რეალობას ქმნის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა