პრემიერ-მინისტრი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს. გურანდა გაბუნიამ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში. მის მიერ შექმნილი როლები საყვარელი და დაუვიწყარია ქართველი მაყურებლისთვის. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს შესანიშნავი მსახიობისა და ადამიანის გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამძიმრის წერილში.

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გურანდა გაბუნია გარდაცვალებამდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა(ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი(რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი(ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი(ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე(სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე(ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე(ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა(როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა(ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს