დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვით დღეს წარდგება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის მიწვევა მიიღო, რომ კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგეს.

„პატივცემულო წარმომადგენელთა პალატის სპიკერო, მადლობა მოწვევისთვის, 5 თებერვალს სიტყვით გამოვიდე კონგრესის ორივე პალატის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვით. ამ მოწვევის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ბევრი შესანიშნავი რამ გვაქვს სათქმელი, ასევე ბევრი ამოცანა დგას ჩვენ წინაშე, რომელიც უნდა შევასრულოთ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას 5 თებერვალს“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ უარი განუცხადა პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე ე.წ. „შათდაუნის“ გამო.

როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტი „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თავის ხედვას წარადგენს, ასევე საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური მიმართვით დღეს წარდგება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო